ნოემბერი 20, 2019
რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?
1-8 დეკემბერს, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალს პირველი დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით კინოთეატრი “ამირანი” უმასპინძლებს, სადაც ასამდე ქართული და უცხოური ფილმი იქნება წარმოდგენილი.




ფესტივალი 1-ლ დეკემბერს ალფერდ ჰიჩკოკის ფილმით “შანტაჟით” (1929) გაიხსნება, რომელსაც მუსიკალურ აკომპანირებას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით გაუწევს. ჩვენებას თავად მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდიც დაესწრება, რომელიც 2 დეკემბერს თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ვორქშოფს გამართავს, სადაც კინომუსიკის ისტორიასა და მასზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენაზე ისაუბრებს. “შანტაჟი” “ბრიტანული სეზონის” პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პერიოდის ბრიტანულ ფილმებს იხილავთ.

ალფერდ ჰიჩკოკის ფილმით “შანტაჟით” (1929)
კინოფესტივალზე არგენტინელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის შემოქმედების ნახვის შესაძლებლობაც გექნებათ, რომელსაც ქართველ სცენარისტთან და რეჟისორთან, ირაკლი კვირიკაძეთან ერთად, კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო “პრომეთეს” ჯილდო გადაეცემა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმი “ოქროს ძაფი”, რომელშიც გია ყანჩელის კომპოზიციებს მოისმენთ. გარდა ამისა, პროგრამის ნაწილია ერთ-ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი კანადელი რეჟისორის, ქსავიერ დოლანის ფილმი “მათიასი და მაქსიმი”, რომლის შემოქმედებაზეც უფრო ვრცლად სხვა სტატიაში მოგითხრობთ, აქ კი თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ სიას გთავაზობთ:

„ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“ , დიმიტრი ცინცაძე, 2019
სრულმეტრაჟიანი ფილმები
- „უარყოფითი რიცხვები“ – უტა ბერია
- „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“ – დიმიტრი ცინცაძე
- „ღორი“ – გიგა ლიკლიკაძე
- „კომეტები“ – თამარ შავგულიძე
- „ბოროტმოქმედი“ – დიმა მამულია
- „ოქროს ძაფი“ – ლანა ღოღობერიძე

მოსავალი, მიშო ანთაძე, 2018
მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- „მამული“ – გიორგი სიხარულიძე
- „ცხოველი“ – ამირან დოლიძე
- „ტრადიცია“ – იოსებ ბლიაძე
- „თემო“ – ლაშა ცქვიტინიძე
- „დასასრულის დასაწყისი“ – გიორგი ქასრაშვილი
- „აცახცახებული გული“ – ვაჟიკო ჩაჩხიანი
- „სელფი გაზქურასთან“ – ირინა ჯავახაძე
- „ხმის კონტროლი“ – გიორგი სულაძე
- „ვიდრე წავიდოდე“ – ელენა ცაგარეიშვილი
- „მესამე ზედმეტი“ – ოთარ ბერძენიშვილი
- „კახეთის მატარებელი“ – ლალი კიკნაველიძე
- „When Money Had Its Body” – თამარ მაღრაძე
- „სამაია“ – ლევან შუბაშვილი
- „უბიუჯეტო ფილმი“ – ნინა ხატიაშვილი
- „არჩევანი“ – გიორგი ვარსიმაშვილი
- „მარქსის ქუჩა 12“ – ირინა ჟორდანია
- „ხედავ იმას, რასაც მე?“ – ანანო ბაკურაძე
დოკუმენტური ფილმები
„12 გაკვეთილი“ – გიორგი მრევლიშვილი
„მოსავალი“ – მიშო ანთაძე
„სანამ მამა დაბრუნდება“ – მარი გულბიანი
„სხვა მეზობლები“ – ნიკა წიკლაური
„პური და მარილი“ – სალომე რაზიკაშვილი
„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – ნანა ჯორჯაძე
„გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“, ნინო კირთძე, 2019
სპეციალური ჩვენებები
- „უჟმური“ – ნუცა ღოღობერიძე 1934
- „ქორწილი“ – მიხეილ კობახიძე 1964
- „პასტერნაკი“ – ნინო კირთაძე 2019

უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით, კენ ლოუჩი, 2019
ქვეყანა ფოკუსში: დიდი ბრიტანეთი
- „სატყუარა" – Mark Jenkin, UK, 2019
- „იმედის ნაპრალი" – William Nicholson, UK, 2019
- „უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით" – Ken Loach, UK/France/Belgium, 2019
- „სუვენირი" – Joanna Hogg, UK, 2019

„ვიტალინა ვარელა", პედრუ კოშტა, 2019
რეჟისორი ფოკუსში: კარლოს რეიგადასი
- ჩვენი დრო (Our Time), 2018
- წყვდიადის შემდეგ ნათელი (Post Tenebras Lux), 2012
- ჩუმი სინათლე (Silent Light), 2007
- ზეციური ბრძოლა (Battle in Heaven), 2005
- იაპონია (Japan), 2002

„ახალგაზრდა აჰმედი", ლუკ დარდენი, ჟან-პიერ დარდენი, 2019
ევროპული ფორუმი
- ერთი წელი მოხალისედ (A Voluntary Year) – Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019
- უსასრულობის შესახებ (About Endlessness) – Roy Andersson, Sweden, 2019
- ოფიცერი და ჯაშუში (An Officer and a Spy) – Roman Polanski, France/Italy, 2019
- ატლანტიდა (Atlantis) – Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019
- ვალდებულება (Commitment) – Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019
- ექო (Echo) – Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019
- თავისუფლება (Freedom) – Albert Serra, Spain, 2019
- ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია (God Exists, Her Name is Petrunya) – Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019
- გუნდერმანი (Gundermann) – Andreas Dresen, Germany, 2018
- სახლში ვიყავი, მაგრამ… (I Was at Home, But) – Angela Schanelec, Germany, 2019
- პატარა ჯო (Little Joe) – Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019
- მარტინ იდენი (Martin Eden) – Pietro Marcello, Italy/France, 2019
- ბატონი ჩენგი (Master Cheng) – Mika Kaurismäki, Finland/China, 2019
- მისტერ ჯონსი (Mr Jones) – Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019
- ალმოდებული ქალის პორტრეტი (Portrait of a Lady on Fire) – Céline Sciamma, France 2019
- სინონიმები (Synonyms ) – Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019
- პორტუგალიელი ქალი (The Portuguese Woman) – Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019
- მოღალატე (The Traitor ) – Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019
- სიმართლე (The Truth ) – Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019
- მსტვენელები (The Whistlers) – Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019
- ვიტალინა ვარელა (Vitalina Varela) – Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019
- ახალგაზრდა აჰმედი (Young Ahmed) – Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019

„მათიასი და მაქსიმი", ხავიერ დოლანი, 2019
ჰორიზონტები
- „ძაღლი უყეფს მთვარეს" – Xiang Zi, China/Spain, 2019
- „აბუ ლეილა" – Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019
- „ოცნების კოშკი" – Reza Mirkarimi, Iran, 2019
- „მიჯაჭვული" – Yaron Shani, Israel, 2019
- „მშვიდობით, ჩემო ბიჭო!" – Wang Xiaoshuai, China, 2019
- „გარეული იხვის ტბა" – Yinan Diao, China/France, 2019
„უარყოფითი რიცხვები“, უტა ბერია, 2019
ამერიკები/ AMERICAS
- დამალული სიცოცხლე (A Hidden Life) – Terrence Malick, USA/Germany 2019
- ბაკურაუ (Bacurau) – Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019
- ოჯახის წევრები (Family Members )– Mateo Bendesky, Argentina, 2019
- დაბადება (Genesis) – Philippe Lesage, Canada, 2019
- გამქრალი ქალაქის ანთოლოგია (Ghost Town Anthology) – Denis Côté, Canada, 2019
- მომეცი თავისუფლება! (Give Me Liberty ) – Kirill Mikhanovsky, USA, 2019
- მათიასი და მაქსიმი (Matthias & Maxime) – Xavier Dolan, Canada, 2019
- მონოები (Monos ) – Alejandro Landes, Colombia/USA, 2019
- გამომშვიდობება (The Farewell) – Lulu Wang, China/USA, 2019

„იმედის ნაპრალი", იულიამ ნიკოლსონი, 2019
აპოლო: კინოს მეხსიერება – ბრიტანული რეტროსპექტივა
- არ გამოიხედო! (Don’t Look Now ) – Nicolas Roeg, 1973
- კვირა, წყეული კვირა (Sunday, Bloody Sunday – John Schlesinger, 1971
- ბრაუნინგის ვერსია (The Browning Version) – Anthony Asquith, 1951
- გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა (The Loneliness of the Long Distance Runner) – Tony Richardson, 1962
- მსახური (The Servant ) – Joseph Losey, 1963
- ასეთია სპორტული ცხოვრება (This Sporting Life) – Lyndsay Anderson, 1963
- შეყვარებული ქალები (Women in Love ) – Ken Russell, 1969
ავტორი: Hammock.at.ge