თიბისელები სიახლეები ბიზნესი თაობა

ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი

2 ივლისს, თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით, ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე, საქართველოში პირველად, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ივნისი 30, 2020

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.

კონფერენცია მიეძღვნება შემდეგ თემებს:


  • რა არის ეჯაილი და როგორ მუშაობს ის სინამდილეში;
  • კომუნიკაცია და კულტურული ცვლილებები ეჯაილის დროს;
  • რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
  • რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს;
  • ეჯაილ ფრეიმვორკების სპეციფიკა;
  • რა არის ბიზნეს ეჯაილი;
  • ექსპერიმენტული კულტურა;
  • დევოპსი და ეჯაილი;
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.

მონაწილეებს შორის იქნება ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING-ის ეჯაილ ტრანსფორმაციის შესახებ ისაუბრებს.


კონფერენციაზე ასევე ისაუბრებენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTC Solutions და სხვა.


Eefje Van Den Borne

ეფი ვან დენ ბორნის აქვს ეჯაილ ტრანსფორმაციის დიდი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიებისა და ქვეყნების მასშტაბით. ის 18 წელი მუშაობდა ბანკში ING, სადაც ბოლო წლებში ეჯაილ ტრანსფორმაციის განხორციელაბაში იყო ჩართული - სათაო ოფისისა და ქოლ ცენტრის ნაწილში.


ახლა, ეფი ვან დენ ბორნე დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევა, როგორც უფროსი მრჩეველი.


ეფი ვან დენ ბორნი კონფერენციაზე ისაუბრებს თემაზე - რა არის ეჯაილი სინამდვილეში? გაგვიზიარებს რამდენიმე კომპანიის ტრანსფორმაციის გამოცდილებას

Andrea del Miglio

ანდრეა დელ მილიო არის უფროსი პარტნიორი კომპანია Mckinsey-ში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ეჯაილ ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიების სფეროში. კონფერენციაზე ანდრეა დელ მილიო ისაუბრებს თუ როგორ მიმდინარეობდა ING-ში ეჯაილ ტრანსფორმაცია.

Francesco Vercesi

ფრანჩესკო ვერჩესი არის ტრანსფორმაციის ლიდერი ჰოლდინგში Unicredit. მას აქვს 20-ზე მეტ წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ კომპანიაში, მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ ჰოლდინგის შიგინთ ებარა სხვადასხვა მიმართულება.ბოლო წლების განმავლობასი ის Unicredit-ში იყო ტრანსფორმაციის ლიდერი ეჯაილის ტრანსფორმაციის დანერგვის დროს.

ახლა კი ხელმძღვანეობს - E2E Customer Experience-ის მიმართულება.


ფრანჩესკო კონფერენციაზე ისაუბრებს თემაზე - Agile – when less is more

გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე ამჟამად ხელმძღვანელობს გამოყენებით კვლევებს განაწილებული ქლაუდ სისტემების არქიტექტურების მიმართულებით ინდუსტრიის ავტომატიზაციისა და ენერგიის მენეჯმენტის სფეროში.


მან პროფესიული კარიერა 1994 წელს თიბისი ბანკში დაიწყო, წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსურსა და ტელეკომუნიკაციის სფეროში. მათ შორის კომპანია Huawei-ში, გახლავთ ეჯაილ მანიფესტის ქართული თარგმანის ავტორი, 2012-2014 წლებში ეჯაილ ალიანსის წევრი და 2009 წლიდან სერტიფიცირებული სქრამ მასტერი.


გიორგი ღონიძიებაზე ისაუბრებს თემაზე - ჩემი ეჯაილ მოგზაურობის 5 ეტაპი.


კონფერენციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე.

კონფერენცია 2 ივლისს, ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდება.


კონფერენციაში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა.

კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია TKT-ის გვერდზე უნდა გაიაროთ: tkt.ge/ConferenceonAgile